რუსული სატირული იუმორი, თუ კრემლის მართული პროპაგანდა?!
მარიამ მუმლაძე
მსოფლიოს მასშტაბით, რუსული პროპაგანდა სხვადასხვა სახელწიფოს რეალური პრობლემების წინაშე აყენებს, თუმცა პროპაგანდის მეთოდები, გარდა ტრადიციული მედიებისა, გასართობ კონტენტშიც გამოიყენება. ეს ერთი შეხედვით, სულაც არ ჩანს საზიანო, თუმცა, როგორც კი ამ საკითხს ჩავუღრმავდებით, რუსული პროპაგანდის მესიჯები, არც იუმორისტულ გადაცემებშია განსხვავებული.
Международная пилорама’’/ “საერთაშორისო სახერხი ქარხანა”
გადაცემა ,,Международная пилорама’’ რუსულ იუმორში გამოკვეთილი პოლიტიკური პროპაგანდის ნათელი მაგალითია, სადაც მუდმივად ვრცელდება სტერეოტიპები სხვადასხვა ეთნოსისა თუ რელიგიის მქონე ადამიანზე, რაც ხშირად სცდება სატირას. გადაცემაში, ძირითადად, პრო-დასავლელ პოლიტიკოსებზე არაეთიკურად ხუმრობენ და მათ დისკრედიტაციას ეწევიან. რუსული სატირული სატელევიზიო შოუ, 2016 წლის 3 სექტემბრიდან გადის რუსულ არხე НТВ. გადაცემის წამყვანი რუსი მსახიობი- ტიგრან კეოსაიანია. ის ყოველ შაბათს, სარკასტული სტილით შეისწავლის მსოფლიო პოლიტიკის მოვლენებს და თავის ინტერპრეტაციას გვთავაზობს.


ამერიკულმა Washington Post- მა, British Times- მა და Business Insider პორტალმა რასიზმში დაადანაშაულეს ტიგრან კეოსაიანის შოუ "International Sawmill", მიზეზი იყო აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის ბარაკ ობამას პაროდია 2020 წლის 28 ნოემბრის გადაცემაში. ამრიკის ყიფილი პრეზიდენტის როლის შემსრულებელ მსახიობს შავი ფერის სახე აქვს- მუქი თეატრალური მაკიაჟი, რომელიც შავკანიანების კარიკატურებისთვის გამოიყენებოდა და ახლა რასიზმის გამოვლინებად მიიჩნევა. წამყვანი ბარაკ ობამას როლში მსახიობს დასცინის მის საავტორო წიგნზეც და ცინიზმით ეუბნება, რომ ის უნდა ყოფილიყო რეპ-მუსიკოსი და არა პრეზიდენტი.

რასისტული შინაარსის სკეტჩზე კრიტიკას Russia Today -ს მთავარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თავად გადაცემის წამყვანიც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელია.
”როგორც ადამიანი, რომელიც რუსეთში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელია, ტიგრანი რეგულარულად დასცინის ეთერში თავის დიდ ,,ეთნიკურ’’ ცხვირს და ,,შავ’’ საზოგადოებასთან მიკუთვნებულობას”
მარგარიტა სიმონიანი
RT -ის მთავარი რედაქტორი
ჯო ბაიდენი
ამერიკის შეერთებული შტატების ამჟამნინდელი პრეზიდენტი ჯო ბაიდენია, დაგაცემაში დაცინვის სამიზნე მისი ასაკის გამო ხდება. წამყვანი ხშირად აღნიშნავს, რომ იგი ხანდაზმულობიდან გამომდინარე, პრეზიდენტობისთვის შეუფერებელია. გადაცემაში მსახიობი, რომელიც ბაიდენს განასახიერებს, წვეთოვანზეა ,,შეერთებული’’ და ასაკი კიდევ უფრო მომატებული აქვს, მეორე სკეტჩში მსახიობს ბაიდენის როლში- წამყვანის ხმა არ ესმის და კითხვას ამეორებინებს. ინაუგურაციაზე კი კონსტიტუციის ნაცვლად, პირველადი დახმარების ჩანთაზე დებს ფიცს.
ამერიკის პრეზიდენტები
დონალდ ტრამპი
გადაცემაში დონალდ ტრამპს, თითქმის ყოველ ეპიზოდში ვხვდებით, კეოსაიანი მას მოიხსენიებს: ,,Donny’’ და წარმოაჩენს, როგორც რუსეთის აგენტს და სულელს. Განხილულია ტრამპისა და პუტინის შეხვედრა, სადაც კეოსაიანი ამბობს: ,,ტრამპი შოკშია, რადგან არ სჯერა, რომ ეს რეალობაა’’, შეხვერაზე ტრამპი პირველი მივიდა და სიუჟეტში ამბობენ: ,,ტრამპი პუტინს მთელი ცხოვრება ელოდებოდა და როგორც იქნა ეს დღეც დადგა’’.
გადაცემაში, ტრამპი, ხშირად, პუტინის აგენტად მიიჩნევა.
საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის მიმართ გადაცემაში ხშირად ისმის ჰომოფობიური შინაარსის განცხადებები:

,,პუტინთან შეხვედრისთვის მაკრონმა მაკიაჟიც კი არ გაიკეთა''
,,მაკრონი შოკოლადის აბაზანების შემდეგ, შოკოლადისფერ მულატ კაცებზე ოცნებობდა''
,,მაკრონი პუტინთან შეხვედრაზე ახალი მანიკურით და მოხუცი ცოლით მივიდა''
,,მაკრონს პუტინთან შეხვედრაზე სიხარულის ცრემლები მოადგა, თუმცა შეეშინდა, რომ ტუში არ ჩამოსვლოდა''
კეოსაიანის გადაცემაში არაერთხელ მოხვედრილა საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც. Წამყვანი, ძირითადად, სკეპტიკურ დამოკიდებულებებს გამოხატავს მის უკრაინაში მოღვაწეობასთან დაკავშირებით.
,,მიშას ყოველთვის შეუძლია გააუარესოს ის, რაც თითქოს უარესი ვერ იქნება, სულ ერთი პროგრამა აქვს: მოიპარავს, დალევს და გაიქცევა’’-ამბობს კეოსაიანი.
სააკაშვილზე, უკრაინაში გუბერნატორობაზე და საქართველოში დაბრუნებაზეც აკეთებს კეოსაიანი კომენტარს და ამბობს, რომ მიშამ დაიწყო პრეზიდენტობით, გახდა გუბერნატორი, შემდეგ კი სადარბაზოში გადაინაცვლებს. წამყვანი სკეტჩში კი მიმოიხილავს სააკაშვილის აქტივობებს და ,,გამოჯანმრთელებას უსურვებს’’

პუტინი - ყოვლისშემძლე და შეუცვლელი ლიდერი
ყურადღებას იქცევს ის ფაქტი, რომ კეოსაიანი არასდროს ხუმრობს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზე ნეგატიურ კონტექსტში, მიუხედავად იმისა, რომ მას ყოველ გადაცემაში ახსენებს, არამედ თუ კი მას ახსენებს, ყოველთვის აღმატებით ფორმაში გამოჰყავს. გადაცემაში კვირის განმავლობაში მთავრობის ან კონფერენციის მიმოხილვას წარმოადგენს, სადაც თავმჯდომარე ვლადიმერ პუტინია და მოხსენიებული ჰყავს, როგორც ,,უფროსი.’’ 21 გადაცემის განმავლობაში კეოსაიანს პუტინი 2874 ჯერ ჰყავს ნახსენები.

,,შეხვედრა ვიდეო კონფერენციის რეჟიმში ჩატარდა. ეს ის შემთხვევა როცა ტელევიზორი მხედს კი არ აზიანებს, არამედ აუმჯობესებს’’- ნათქვამია გადაცემაში ვლადიმერ პუტინზე.




ბელორუსის Აქციის დისკრედიტაცია
2020 წლის შემოდგომის დასაწყისში ბელორუსი მომიტინგეები, რომლებიც არ ეთანხმებოდნენ საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალურ შედეგებს და მოქმედი სახელმწიფოს მეთაურის, ალექსანდრე ლუკაშენკოს გამარჯვებას, იმავე გადაცემაში დაცინვის ობიექტები გახდნენ. კეოსაიანის შოუში მსახიობი გამოჩნდა, სადაც გაკეთდა მომიტინგეს პაროდია, რომელმაც არ იცოდა პროტესტის მიზეზები და არც პოლიტიკური შეხედულებები ჰქონდა. მსახიობმა თქვა, რომ იგი მონაწილეობდა მიტინგზე სპეცრაზმთან ჩასახუტებლად და დროშას საფეხბურთო კლუბ სპარტაკის მხარდაჭერის სიმბოლო უწოდა. მსახიობი- პროტესტის მომიტინგეს როლში კი ამბობს, რომ პროტესტში თანხა გადაუხადეს რაც ასევე მიუთითებს პროტესტის დისკრედიტაციის მცდელობაზე.

ეს სკეტჩი მთელი ერის შეურაცხყოფად მიიჩნიეს და მსახიობმა ეკატერინა შმაკოვმა, რომელიც მომიტინგის როლს ასრულებდა თქვა, რომ ერს მორალური ზიანი მიაყენა და ტექსტი გადაღებამდე რამდენიმე წუთით ადრე მისცეს, თუმცა ეს არ ამართლებდა, ფეისბუკ გვერდზე ვიდეო მიმართვა გამოაქვეყნა, ბოდიში მოიხადა და ყველა ბელორუსს სთხოვა პატიება.

კინოსიანმა კიდევ ერთი Სკეტჩი, ბელორუსის პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატ სვეტლანა ტიხანოვსკაიას მიუძღვნა, სადაც მთელი აქცენტი მის დიასახლისობაზეა გაკეთებული, ახსენებს ბორშს, დასცინის ინგლისურ გამოთქმაზე და ურჩევს პროტესტი შეამციროს და სამზარეულოს დაუბრუნდეს.
წამყვანი სვეტლანას როლის შემსრულებელს მოიხსენიებს, როგორც სასოწარკვეთილ დიასახლისს, თარჯიმანს და ბელორუსის არშემდგარი პრეზიდენტ პანი ტიხანოვსკაიას''.
უმცირესობების დისკრიმინაცია
გადაცემაში მუდმივად ვრცელდება რასისტული შოვინისტური და ჰომოფობიური წინადადებები.

კეოსაიანი ეხმაურება ბელგიაში პირველი ტრანსგენდერი ქალის დანიშვნას ვიცე პრემიერის პოსტზე, რომელიც პარალელურად გინეკოლოგია და ცინიზმით ამბობს, რომ გინეკოლოგი ხდება ტრანსგენდერი. კეოსაიანი მიმართავს: ,,ევროპა, იცოდე, ჩვენს ქვეყანაში(რუსეთში) ტრანსი- მხოლოდ მაგისტრალთან ასოცირდება’’.


სიუჟეტში განხილულია მსოფლიო ლიდერების შეხვედრა, რაზეც ავტორი ამბობს, რომ ყველაფერი პროტოკოლის მიხედვით წარიმართა: ,,თეთრებმა’’ შავები ჩაიცვეს, ,,შავებმა’’ კი თეთრები’’.
კეოსაიანის და სიმონიანის (ოჯახის) კავშირი კრემლთან
მარგარიტა სიმონიანი- ტიგრან კეოსაიანის ცოლია, რომელიც კრემლისტურ მედიაში მუშაობს და კრემლის მთავარი აგიტატორია. რთული მისახვედრი არ იქნება, თუ რა პოლიტიკის გატარებას ცდილობს ოჯახი საკუთარ იუმორისტულ გადაცემაში. მარგარიტა გადაცემის მხატვრული დირექტორია და ინტერვიუში არც მალავს იმ ფაქტს, რომ გადაცემის სცენარის მომზადებაში აქტიურად იღებს მონაწილეობას, ეს კი შესაძლოა მიანიშნებდეს იმას, რომ გადაცემაში გამოყენებული ხუმრობები მიზანმიმართული პროპაგანდაა. სიმონიანი, არა მხოლოდ, აღნიშნულ გადაცემას კურირებს, არამედ: ,,RT’’და ,,Sputnik’’-ის მთავარი რედაქტორია. ცოლ-ქმარი კორუფციულ ფაქტებში ხშირად შეინიშნებიან, ასევე ტენდერის გარეშე იგებენ თანხას ფილმისთვის ,,ყირიმის ხიდის’’ გადასაღებად.
,,НТВ არხი ყიდულობს ამ უღიმღამო და უხარისხო შოუს ბევრი ფულით, დიდი ფული მიდის სიმონიან-კეოსაიანების ოჯახში მსხვილი რეკლამისგან, რაც ყოველთვის დაკავშირებულია სახელმწიფოსთან.’’
ალექსეი ნავალნი
რუსი პოლიტიკოსი, „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ დამაარსებელი.
აღსანიშნავია, რომ ეს გადაცემა ხალხის ფულით ფინანსდება.
კენოსიანის სცენარებზე KVN- ის დიდი გუნდი მუშაობს და არა მარტო. მისი თქმით, ზოგიერთი ხუმრობა შესაძლოა ზღვარგადასულია, თუმცა ხალხს ეს მოსწონს და მათ, ფსევდოლიბერალ’’ ამხანაგთა რეაქციებს მიჰყვება.
გადაცემაში გამოყენებული სარკაზმი, ხშირად, მაყურებელთა გაღიზიანებას იწვევს. სწორედ ეს გახდა არაერთხელ იმის მიზეზი, რომ არაეთიკურობის გამო, გადაცემის წამყვანსუჩივლესკიდეც.
ერთ-ერთი მომჩივანი მხარე იყო მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტთაჯგუფი. მათი აზრით, გადაცემა შეიცავს სიძულვილის ენას და დაბალი რეგისტრის ხუმრობებს, რაც ზიანს აყენებს სახელმწიფოს რეპუტაციას მსოფლიო მასშტაბით. სტუდენები მიიჩნევენ, რომ გადაცემის ამგვარი სატირული ხასიათი ვერ ამართლებს ეთიკურად მიუღებელ მიდგომას.


მოყვანილი მაგალითების გათვალისწინებით, აშკარაა რომ ტენდენცია, რომელიც კვლევის დასაწყისშია წარმოდგენილი, პრო-დასავლელი პოლიტიკოსების დისკრედიტაციის, ჰომოფობიური, რასისტული და სხვა განცხადებების შესახებ, გადაცემაში დასტურდება და ნამდვილად გამოხატავს არაეთიკურ დამომკიდებულებებს. გადაცემის მჭიდრო კავშირი კრემლთან კი მიუთითებს იმას, რომ რუსეთის რბილი ძალის მესიჯების მთავარი გზავნილი საკუთარი გავლენის წარმოჩენა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან შედარებით მისი უპირატესობის დამტკიცებაა.

This site was made on Tilda — a website builder that helps to create a website without any code
Create a website